ჩვენ
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „GSCC” უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს გლობალურ ბაზარზე. კომპანიას გააჩნია მრავალპროფილური გამოცდილება, როგორც იურიდიული, ასევე საფინანსო კუთხით. ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტთა ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების შემუშავებასა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
კომპანიას წარმოებაში აქვს 600-მდე მიმდინარე საქმე, წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი პროექტი და წვლილი მიუძღვის სასამართლო პრაქტიკის გამდიდრებაში, პრეცედენტების შექმნის გზით. კომპანიას გამოცდილება აქვს საერთაშორისო საარბიტრაჟო საქმიანობისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებული გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების წარმოების კუთხით.
10 წლის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა არაერთი პარტნიორი, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. საკონსულტაციო მომსახურებას უწევს საერთაშორისო მასშტაბით გადამზიდავ კომპანიებს, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს, ტურისტულ და საბუღალტრო კომპანიებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსხვილ მეწარმე სუბიექტებს.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „GSCC“-ის ბაზაზე დაარსდა აკადემია „გრანელი“, რომლის მიზანია შეცვალოს წარმოდგენა, დამოკიდებულება მართლმსაჯულებაში ადვოკატის მიმართ.
ჩვენი გუნდი

გიგი სისვაძე – კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი პარტნიორი აღმასრულებელი დირექტორი. აკადემია “გრანელის” დამფუძნებელი
საგანმანათლებლო ასოციაცია “მნათი”-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2009 წლიდან დაამთავრა კავკასიის სამართლის სკოლა (CSL) და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.
2008 წლიდან 2016 წლამდე დასაქმებული იყო ენერგეტიკული კომპანია სს “თელასის” იურისტად.
ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობდა მსხვილი საინვესტიციო კომპანიების სამართლებრივ ჯგუფს და დღემდე მომსახურებას უწევს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებს.
მისი მონაწილეობით დამკვიდრდა არაერთი სასამართლო პრაქტიკა და შეიქმნა სამართლებრივი პრეცედენტები.
დღემდე იბრძვის სამართლიანი სასამართლო სისტემის ფუნდამენტური პრინციპების განმტკიცებისთვის.
სალომე აბესლამიძე კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი პარტნიორი; აკადემია “გრანელის” დამფუძნებელი
უფლებადამცველი.
დაიბადა 1990 წლის 07 ივნისს.
2013 წელს დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2015 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.
2017 წლიდან წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის წევრს
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი, ფლობს სერტიკიფატებს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დარგში.
თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.


ვალერი ხითაროვი – ადვოკატი; დაიბადა 1996 წლის 5 თებერვალს. 2018 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2022 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2019 წლიდან წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის წევრს. მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში; ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ სამსახურში.

ნინო აბაიაძე


