ჩვენ შესახებ
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „GSCC” უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს გლობალურ ბაზარზე. კომპანიას გააჩნია მრავალპროფილური გამოცდილება, როგორც იურიდიული, ასევე საფინანსო კუთხით. ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტთა ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების შემუშავებასა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
კომპანიას წარმოებაში აქვს 600-მდე მიმდინარე საქმე, წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი პროექტი და წვლილი მიუძღვის სასამართლო პრაქტიკის გამდიდრებაში, პრეცედენტების შექმნის გზით. კომპანიას გამოცდილება აქვს საერთაშორისო საარბიტრაჟო საქმიანობისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებული გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების წარმოების კუთხით.
10 წლის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა არაერთი პარტნიორი, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. საკონსულტაციო მომსახურებას უწევს საერთაშორისო მასშტაბით გადამზიდავ კომპანიებს, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს, ტურისტულ და საბუღალტრო კომპანიებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსხვილ მეწარმე სუბიექტებს.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „GSCC“-ის ბაზაზე დაარსდა აკადემია „გრანელი“, რომლის მიზანია შეცვალოს წარმოდგენა, დამოკიდებულება მართლმსაჯულებაში ადვოკატის მიმართ.
მიიღე უფასო კონსულტაცია
დაგვიკავშირდი და მიიღე უფასო კონსულტაცია



















