გაქვთ კანონთან დაკავშირებული კითხვები?

დაგვიკავშირდით

ქორწინება

  • შესაძლებელია თუ არა განქორწინება სასამართლოს გარეშე?

    პასუხი: სასამართლოს გარეშე განქორწინებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სამოქალაქო რეესტრი) ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე. ხოლო, მეუღლეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, განქორწინების საქმეს ერთ-ერთი მეუღლის სარჩელის საფუძველზე იხილავს სასამართლო.
  • 8 წელია ვიმყოფები რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების დღიდან ვცხოვრობთ მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ ბინაში. განქორწინების შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო ამ ბინიდან ჩემი წილი?

    მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის კანონით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა (თუნდაც ერთ-ერთის) მიერ შეძენილი ქონებაზე (გარდა ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა). შესაბამისად, მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებიდან თქვენ ვერ მოითხოვთ წილს აღნიშნული საფუძვლით.
  • განქორწინების შემთხვევაში აქვს თუ არა დედას უპირატესობა, რომ ბავშვი მასთან დარჩეს საცხოვრებლად?

    არსებული კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მშობელს არა აქვს უპირობო უპირატესობა მეორე მშობელთან შედარებით, რომ განქორწინების შემდეგ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულ საკითხზე მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
  • ვის უნდა მიმართოთ განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით?

    განქორწინების  რეგისტრაციისათვის  შეგიძლიათ   მიმართოთ:

    •  იუსტიციის  სახლის  ნებისმიერ ფილიალს;
    •  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
    •  საზღვარგარეთ საქართველოს  საკონსულო წარმომადგენლობას;

  • კონკრეტულად რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა?

    ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ოჯახში ძალადობას აქვს ფარული და ხანგრძლივი ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ  ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის მიმართ და მისი სააშკარაოზე გამოტანა ყოველთვის არ ხდება. ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ  ცოლსა და ქმარს შორის არსებული კონფლიქტია, არამედ ოჯახში ძალადობად ითვლება  ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ განხორცილებული ფიზიკური,ფსიქოლოგიური, ეკონომიკური,  სექსუალური ძალადობა, იძულება, მშობლის მიერ შვილის ძირითადი უფლებების უგულებელყოფა. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს  ცემაში, წამებაში, ჭრილობის მიყენებაში, ნივთების სროლაში და ა.შ. ფსიქოლოგიური  ძალადობაა: ყვირილი, მუქარა, დამცირება და ა.შ. ეკონომიკური ძალადობა მოიცავს უარის თქმას საკვებისათვის, პირველადი და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, აკრძალვას თანასაკუთრებაში არსებულ ქონებასთან, მათ შორის-ფინანსურ საკითხებთან, დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ. სექსუალური ძალადობის დროს ხდება სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობით, იძულებით, მუქარით და ა.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა დასჯადი ქმედებაა.

სხვადასხვა

  • რამდენიმე წლის წინ დედაჩემმა დაწერა ანდერძი, რომლის შეცვლაც სურს. შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა ან გაუქმება?

    სამოქალაქო კოდექსის 1398-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ანდერძის შეცვლის საშუალებებს, რომლის თანახმად მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ახალი ანდერძის შედგენით, სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით ან ანდერძის ყველა ეგზემპლარის განადგურებით (მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით).
  • ნათესავს ერთი წლით მივეცი სესხი, ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ გამიფორმებია. უკვე გავიდა 3 წელი და ნათესავი უარს ამბობს სესხის დაბრუნებაზე. შემიძლია თუ არა მივმათო სასამართლოს ამ თანხის დასაბრუნებლად.

    სამწუხაროდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. შესაბამისად, თქვენ დაგჭირდებათ მტკიცების სხვა საშუალებები სესხის მიცემის დასტურად, თუნდაც მსესხებლის ხელნაწერი დასტური, თანხის მიღებაზე.
  • რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების დადება განსაზღვრული ვადით?

    კონკრეტული სამუშაოს შესრულება; სეზონური სამუშაო; სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდა; შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; სხვა ობიექტური გარემოება, რაც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების მიზანს.
  • რა შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი?

    ცვლილებებით განსაზღვრულია ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. გარდა ამისა, ხელშეკრულებების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად კანონი, ასევე,  მიიჩნევს „სხვა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. ამდენად, ობიექტური მიზეზების არსებობის პირობებში, დამსაქმებელს შეუძლია, შეუწყვიტოს ხელშეკრულება დასაქმებულს რაღაც ისეთი გარემოების საფუძველზე, რომელიც კანონში პირდაპირ არ არის მითითებული.

კითხვის დასმა

თქვენი სახელი (required)

თქვენი ელ-ფოსტა (required)

განყოფილება

კითხვა