გამოცდილება რომელიც გჭირდებათ, შედეგი რომელიც გსურთ!
ჩვენ ვცვლით მცდარ შეხედულებებს სამართლებრივ სივრცეში. იყო ადვოკატი უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის ღირსებისა და პასუხისმგებლობის საკითხია.
გამოცდილ პროფესიონალიზმზე დაფუძნებულმა ძლიერმა გუნდმა შევძელით დროის მოკლე პერიოდში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება. ჩვენ ვქმნით სასამართლო პრეცედენტს და ვცვლით მანკიერ პრაქტიკას.
კომპანიის ძირითადი მიმართულება სამართლებრივი და ფინანსური მომსახურების ხარისხიანად გაწევაა. ჩვენი მომსახურება დაზღვეულია, ხოლო თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. მომსახურება ხელმისაწვდომი და პირობები თქვენზე მორგებულია. მყარი, სტაბილური ურთიერთობა განაპირობებს თქვენთვის სასურველ შედეგს.
პრიორიტეტი დავის სასამართლომდე მოგვარებაა. გამოსავალი შედეგია. გადაწყვეტილება თქვენ ხელშია.
გამოცდილება
ჩვენი გუნდი
გიგი სისვაძე
კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
დაიბადა 1987 წლის 28 იანვარს
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2007 წლიდან 2009 წლამდე სწავლობდა კავკასიის სამართლის სკოლაში (CSL).
2008 წლიდან – 2016 წლამდე დასაქმებული იყო ენერგეტიკული კომპანიის სს „თელასის“ წამყვან იურისტად. ამავე პერიოდიდან დღემდე საქმიანობს მსხვილი კაპიტალის მქონე დეველოპერული კომპანიის („MСК Инвестстрой „) მთავარი იურისტის პოზიციაზე.
დღემდე უწევს საადვოკატო საკონსულტაციო მომსახურებას, ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიც არის „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი ჩინური კომპანიები, აზერბაიჯანული ინვესტიცია შპს „სუფარის ტრანპორტი“ და შპს „სარ-გრუპი“, კორპორატიულ მომსახურებას უწევს კომპანიის სახელით მსხვილ სამშენებლო, ნავთობისა და ოქროს მოპოვების და სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიებს: შპს „ფალავანი 2“, შპს „ფრეშ 2016“, შპს “LGM”, შპს „ჭონგხუა“, შპს „შენგდა“. მომსახურებას უწევს თამბაქოსა და თუთუნის სფეროში მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს: შპს „აფილ“, შპს „დალუ“, შპს „თუთუნის სახლი“.
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი შრომით-სამოქალაქო სფეროში. მიღებული აქვს შრომითი სამართლის სპეციალისტის სერტიფიკატი.
2014 წელს გახლდათ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სიითი/ID#6878.
სალომე აბესლამიძე
კომპანია GSCC-ის სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.
დაიბადა 1990 წლის 07 ივნისს.
2013 წელს დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2015 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსისტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი.
2011 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
2012 წელს მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიაში, სტაჟიორ-ადვოკატად.
2015 წელს გაიარა პრაქტიკა და სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2016 წელს მუშაობდა თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური და სპორადული რეგისტრაციების რეგისტრატორად.
2016 წლიდან წარმოადგენს იურიდიული კომპანია GSCC-ის გუნდის წევრს.
2017 წლიდან წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის წევრს სიითი/ID#7898.
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი, ფლობს სერტიკიფატებს სხვადახვა სასწავლო და სამეცნიერო დარგში.
თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ნინო ნოზაძე
2014- 2018 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე
2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტი.
2018 – 2019 წლებში იურიდიული კლინიკა “ჩემი ადვოკატის” სტაჟიორი
2018 წლის მაისი – დეკემბრის პერიოდში – საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2019 წლის თებერვლიდან იურიდიული კომპანია GSCC – ის წევრი
იცის ქართული და ინგლისური ენები.
ნუკრი ლოლაძე
ბუღალტერი
დაბადების თარიღი: 28/03/1987
დაამთავრა ქ. ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით.
2006 წ. -2007 წ. ქალაქი თბილისი, ACCA პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია.
2011-2012 წლებში მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანია LTD „NUGI“-ში, ბუღალტრის პოზიციაზე.
2009 წ. – 2011 წ. მუშაობდა შპს „თ.ბ.თ ჯგუფი“-ში , მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი საბანკო საქმე და საბანკო ბუღალტერიაში. ასევე კომპანია „ბიზნეს აკადემიური ცენტრი“ – Baco.ge- ფინანსური აღრიცხვა – ანგარიშგების სერტიფიცირების პროგრამა, ORIS_ბუღალტერია. 2018 წ. გაიარა „Rossoft training centre” საბუღალტრო პროგრამა 1C ფუნქციონალური შესაძლებლობების შემსწავლელი კურსი.
2017 წლიდან არის GSCC-ის გუნდის წევრი.
გიორგი ჩერქეზია
განათლება
. სამართლის დოქტორანტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
. ჰარვარდის და ბეკერმანის სკოლის მონაწილე ამერიკულ საავტორო სამართალში
. TLG პროგრამის მონაწილე- აბერდინი, შოტლანდია
. ადვოკატთა ასოციაციის წევრი- მოქმედი ადვოკატი
სამუშაო გამოცდილება
.GSCC- იურისტი ადვოკატი;
. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი წამყვანი სპეციალისტი
. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონისტორინგის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
. საერთაშორსო საკონსულტაციო კომპანია „ადამიანის უფლებების“ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სპეციალისტი.