მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა.
ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

„წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა და შედეგად, ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არცერთ გასამართ სადგურზე არ გამოვლინდა.
რაც შეეხება ევროსტანდარტებთან შესაბამისობას, შემიძლია ვთქვა, რომ ბენზინის საწვავი სრულ შესაბამისობაშია. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ჯერჯერობით ევროსტანდარტებს ვერ შეესაბამება, თუმცა სახელმწიფო გეგმავს, რომ დაახლოებით 2 წელში ევროკავშირის ნორმებთან ამ მხრივაც სრულ შესაბამისობაში ვიყოთ,“-აღნიშნა კორკოტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწი