ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს ზესტაფონში პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლობის თქმით, დავით გიგაშვილი ქირით ცხოვრობდა, ბინიდან კი ქურდებმა ოქრო წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.