2019 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგისტრაცია თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და 7 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.
საელჩოს ცნობით, მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ საკონსულოს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გაიმართება შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში და კითხვა-პასუხის ოთხი სესია საელჩოს “ფეისბუქის” გვერდზე.
მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია…