თუშეთში ისევ ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ლაგაზაურმა განუცხადა, ცეცხლი სოფელ გირევის ტერიტორიაზე, პირიქითა ხეობაში საძოვრებს უკიდია.

მისივე ინფორმაციით, იქ ძირითადად ნასოფლარი ადგილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუშეთში ხანძრის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარი ჯერ 2 სექტემბერს, შემდეგ კი 15 სექტემბერს განჩნდა.

Comments are closed